ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


27 April 2017
საქართველოს უნივერსიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნეტის განვითარების ინიციატივის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას უმასპინძლა

საქართველოს უნივერსიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნეტის განვითარების ინიციატივის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც  ICANN-ის ვიცე პრეზიდენტმა მიხეილ იაკუშევმა ICANN-ის სტრუქტურაზე, მისი საქმიანობის სპეციფიკაზე, ინტერნეტის მნიშვნელობაზე, დომენური სახელების მინიჭებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

“ICANN აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია.  ეს არის დომენური სახელებისა და IP-მისამართების მართვის კორპორაცია, რომლის მიზანიც ინტერნეტის სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და ხელმისაწვდომობაზე ზრუნვაა. საქართველო თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი რეგიონია. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალებით არაერთი ღირებული პროექტის განხორციელებას შევძლებთ”,-განაცხადა იაკუშევმა.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექციას სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. მათ შორის: საჯარო მართველობისა, ინფორმატიკისა და ბიზნესმმართველობის ფაკულტეტის სტუდენტები. “დღევანდელი ღონისძიება ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ICANN-ის შესახებ მანამდეც მქონდა ინფორმაცია. ვიცი, რომ ინტერნტის განვითარებაში მას დიდი როლი აქვს, თუმცა დღეს მისი საქმიანობის სპეციფიკაზე მეტი შევიტყვე. ლექციის ბოლოს კი მოგვეცა შესაძლებლობა მიგვეღო პასუხები ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე. იმედი მაქვს, მსგავს ღონისძიებებზე დასწრების საშუალება მომავალშიც მომეცება, დიდი მადლობა მიდი გადავუხადო ორგანიზატორებს”,-განაცხადა ერთერთმა სტუდენტმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნეტის განვითარების ინიციატივა”, მანამდეც არაერთხელ ყოფილა მსგავსი ღონისძიებების ინიციატორი. რამდენიმე თვის წინ, მისი ორგანიზებით, ICANN-ის ვიცე-პრეზიდენტმა, უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კოორდინატორმა დევიდ პისკიტელომ დომენური სახელების ბოროტად გამოყენების თემაზე – Investigating DNS Abuse & Criminal use of the DNS, სახელმწიფო უწყებების და სამართალდამცავი სტრუქტურების  წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სასწავლო კურსი ჩაატარა. ღონისძიების ერთერთი მხარდამჭერი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი იყო.

ინტერნეტის განვითარების ინიციატივა მომავალშიც განაგრძობს მსგავსი სემინარებისა და სასწავლო კურსების ორგანიზებას. მათი ერთერთი მთავარი მიზანი ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი